იტალიის ჩემპიონატში საუცხოო მატჩი ჩაატარა. ქართველმა ფორვარდმა პირადი რეკორდი დაამყარა, მარკოიშვილს იტალიურ კარიერაში ამდენი ქულა არ დაუგროვებია. უფრო მეტიც, 25 ქულა აქამდე სერია-A-ში არც ერთ ქართველ კალათბურთელს არ გაუკეთებია. მანუჩარმა ”კანტუს” შემადგენლობაში 31 წუთი ითამაშა და 25 ქულა ჩააგდო. მისი გუნდი კი, ”მონტეგრანაროსთან” 71:77 დამარცხდა, მანუჩარს თანაგუნდელებმა მხარი ვერ აუბეს. მარცხის შემდეგ ”კანტუ” მე-7 ადგილამდე დაქვეითდა. სამაგიეროდ, მოიგო ვიქტორ სანიკიძის ”კანადიან სოლარმა”, რომელმაც ”ნუოვა სებასტიანი” იოლად 117:46 დაამარცხა და ცხრილში მე-4 ადგილი უკავია. სანიკიძე განაცხადში კი იყო, მაგრამ სავარაოდოდ ტრავმის გამო არ უთამაშია.
გაიმარჯვა გიორგი შერმადინის ”პანათინაიკოსმაც” 90:56, შერმადინმა კი 15 წუთი ითამაშა და 7 ქულა, 2 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. გერმანიის ბუნდესლიგაში იმარჯვა, ლაშა გამყრელიძის ”მიტელდოიჩერმა” . ქართველის გუნდმა ”ჰაგენს” 86:66 აჯობა. გამყრელიძემ 20 წუთში 7 ქულა, 5 პასი და 2 მოხსნა მიითვალა.
სპორტის დეპარტამენტის პრესსამსახური