მოგესალმები, სტუმარო | RSS

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: acdachi, kakha_k  
მარკოიშვილის სარეკორდო 25
R1517GEOთარიღი: ორშაბათი, 2010-თებ-15, 15:50 | შეტყობინება # 1 | გაზიარება
 
 
 ჯგუფი: ადმინი
 შეტყობინება: 752
 წევრი No.: 7
 რეგისტრ.: 2009-თებ-15






იტალიის ჩემპიონატში საუცხოო მატჩი ჩაატარა. ქართველმა ფორვარდმა პირადი რეკორდი დაამყარა,  მარკოიშვილს იტალიურ კარიერაში ამდენი ქულა არ დაუგროვებია. უფრო მეტიც, 25 ქულა აქამდე სერია-A-ში არც ერთ ქართველ კალათბურთელს არ გაუკეთებია.

მანუჩარმა ”კანტუს” შემადგენლობაში 31 წუთი ითამაშა და 25 ქულა ჩააგდო. მისი გუნდი კი, ”მონტეგრანაროსთან” 71:77 დამარცხდა, მანუჩარს  თანაგუნდელებმა მხარი ვერ აუბეს. მარცხის შემდეგ ”კანტუ” მე-7 ადგილამდე დაქვეითდა. სამაგიეროდ, მოიგო ვიქტორ სანიკიძის ”კანადიან სოლარმა”, რომელმაც ”ნუოვა სებასტიანი” იოლად 117:46 დაამარცხა და ცხრილში მე-4 ადგილი უკავია. სანიკიძე განაცხადში კი იყო, მაგრამ სავარაოდოდ ტრავმის გამო არ უთამაშია.

გაიმარჯვა გიორგი შერმადინის ”პანათინაიკოსმაც” 90:56, შერმადინმა კი 15 წუთი ითამაშა და 7 ქულა, 2 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. გერმანიის ბუნდესლიგაში იმარჯვა, ლაშა გამყრელიძის ”მიტელდოიჩერმა” . ქართველის გუნდმა ”ჰაგენს” 86:66 აჯობა. გამყრელიძემ 20 წუთში 7 ქულა, 5 პასი და 2 მოხსნა მიითვალა.

სპორტის დეპარტამენტის პრესსამსახური


ერთად უკეთესია!
 
რეპუტაცია: 0
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

ჰოსტერი uCoz & Optimum Online
დიზაინის ბოლო განახლება: 17 პარილი, 2010
კონტაქტი: d.paniashvili@gmail.com
ყველა უფლება დაცულია 2008-2010