ლელო "
# 36
15 თებერვალი, ორშაბათი, 2010 წელი ქართველები ევროპაში გადამალეს
ნიკოლოზ ნეფარიძე
როგორც ჩანს, ლევან კობიაშვილის �ჰერტა� მაინც დაემშვიდობება ბუნდესლიგას - ისედაც მწირი ქულათა მარაგის პატრონი კლუბი აგრძელებს მათ განიავებას, შაბათს �ოლიმპიაშტადიონზე� �ჰერტა� �მაინცს� დაუზავდა - 1:1. ლევან კობიაშვილმა 90 წუთი ითამაშა მისთვის ჩვეულ პოზიციაზე (დაცვის მარცხენა ფლანგი). მატჩის 26-ე წუთზე ლევანის ჩაწოდებულს შემდეგ კრისტოფ იანკერმა თავით დაარტყა, მაგრამ გოლის გატანა ვერ შეძლო. �შპორტალმა� კობი გაშვებულ გოლში დაადანაშაულა და 4-იანი დაუწერა. ბერლინური გუნდი 12 ქულით უკანასკნელია და მშვიდობიან ზონას 8 ქულა ჩამორჩება.
ლევან ყენიას �შალკემ� 2:0 მოუგო �კიოლნს�, ქართველ ნახევარმცველს ტრავმის გამო არ უთამაშია. �შალკე� 45 ქულით მე-3 ადგილზეა. ჩვენ კი მივიჩნევთ დავით თარგამაძეს �ფრაიბურგის� სრულუფლებიან წევრად, მაგრამ გუნდის ხელმძღვანელობა აშკარად სხვა აზრზეა, ბუნდესლიგაში დარჩენისთვის მებრძოლ გუნდში მე-9 ტურში ითამაშა 9 ოქტომბერს.
მეორე ბუნდესლიგაში მათე ღვინიანიძის �მიუნხენმა� სტუმრად 2:1 მოუგო �ფიურტს�, ქართველმა ლეგიონერმა დაცვის ცენტრში შეუცვლელად ითამაშა. �შპორტალმა� მათეს 3,5 ბალი დაუეწერა. �კარლსრუეს� კაპიტან ალექსანდრე იაშვილს წლეულს არ უთამაშია, მის გარეშე კი გუნდი ძალიან ცუდად ასპარეზობს. მორიგ ტურში �კარლსრუემ� შინ 0:2 დათმო კოტბუსის �ენერგისთან�. მეორე ბუნდესლიგაშიც გვყავს ერთი ლეგიონერი, რომელიც არ თამაშობს მხოლოდ ირიცხება გუნდში, ოთარ ხიზანეიშვილი (აუგსბურგი). �მიუნხენი� 29 ქულით მე-10 ადგილზეა, �კარლსრუე� 24 ქულით მე-13-ეა და სახიფათო ზონაშია.
ზურაბ ხიზანიშვილის �რედინგმა� ინგლისის თასზე �ვესტ ბრომვიჩ ალბიონს� უმასპინძლა და 2:2 დაუზავდა. ქართველ მცველს არ უთამაშია, რადგან ამ სეზონში მას �ბლექბერნის� შემადგენლობაში აქვს ნათამაშები და �რედინგში� თამაშის უფლება არა აქვს.
საფრანგეთის ჩემპიონატში, �ლე მანისა� და �სოშოს� მატჩში, რომელიც 0:0 დასრულდა, პირველად კარიერაში ამირან სანაია განაცხადში მოხვდა (ვგულისხმობთ ჩემპიონატის მატჩებს), თუმცა ამირანს მოედანზე შემოსვლა ამ მატჩში არ მოუწია. გიორგი მაკარიძე კი განაცხადში ვერ მოხვდა. კარში ისევ დიდიე ოვონო იდგა, სათადარიგოთა სკამზე კი რუდოლფ როში იჯდა. �ლე მანი� 17 ქულით მე-18 ადგილზეა და მხსნელ მე-17 ადგილს 6 ქულა აშორებს.
სერია ა-ში მოთამაშე ქართველთა მდგომარეობა კი უკვე სავალალოა, თუკი ლევან მჭედლიძეს �პალერმოსთან� ერთად ვარჯიშის საშუალებაც არა აქვს, საქართველოს ნაკრების კაპიტან კახა კალაძეს უკვე მატჩის განაცხადში უჭირს მოხვედრა. �უნიზესთან� 3:2 მოგებულ მატჩში ლეონარდომ კახას ადგილი სათადარიგოთა შორისაც ვერ დაინახა. �მილანი� 45 ქულით მესამე ადგილზეა.
ისრაელის ჩემპიონატში თელ ავივის �ჰაპოელმა� 4:0 მოუგო �აკეი ნაზარეთს�. სამწუხაროდ, ბოლო დროს ნაკრების კიდევ ერთ წევრს შეექმნა სათამაშო პრაქტიკის პრობლემა, ზურაბ მენთეშაშვილი სათადარიგო იყო და ის მოედანზე 71-ე წუთზე შემოვიდა. რაანანას �ჰაპოელი�, სადაც დავით დიღმელაშვილი თამაშობს, შინ 0:1 დამარცხდა �ბნეი სახნინთან�. დიღმელაშვილმა შეუცვლელად ითამაშა. თელ ავივის �ჰაპოელი� 49 ქულით მე-2 ადგილზეა, ხოლო რაანანას �ჰაპოელი� 17 ქულით ბოლოსწინაა.
წუხელ ლადო დვალიშვილის �მაქაბი� იერუსალიმის �ბეითარს� ეწვია და 3:0 მოუგო. �მაქაბის� უკვე 61 ქულა დაუგროვდა ჩემპიონატში. ლადომ გოლის გატანა ვერ შეძლო. ლადომ მხოლოდ პირველი ტაიმი ითამაშა, რომელშიც �მაქაბიმ� გოლის გატანა ვერ შეძლო. ებრაული საიტი �ონე� წერს, რომ ქართველმა უჩვეულოდ სუსტად ითამაშა.
საბერძნეთში ექტორ კუპერის და გიორგი შაშიაშვილის გუნდების დაპირისპირება შედგა. სალონიკიში �არისმა� 2:1 მოუგო კრეტელბს, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ტაიმი 10 კაცით ითამაშა. გიორგიმ სტუმართა რიგებში 90 წუთი გაატარა.
ამ უქმეებზე ორი ქართული გოლი გავიდა, კვიპროსში �არისის� კარში გოლი �ნეა სალამინას� ფორვარდმა კლიმენტი წიტაიშვილმა გამოიჩინა, ხოლო აზერბაიჯანში �ინტერის� რიგებში მეორე მატჩის ჩამტარებელმა გიორგი ნავალოვსკიმ ზაქათალის �სიმურგს� გაუტანა, თუმცა კვიპროსისა და აზერბაიჯანის პირველობებზე უფრო ვრცლად ხვალ ვისაუბრებთ.