მოგესალმები, სტუმარო | RSS

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: acdachi, kakha_k  
ინტერვიუ გიორგი ჭანტურიასთან
R1517GEOთარიღი: ხუთშაბათი, 2010-თებ-18, 16:07 | შეტყობინება # 1 | გაზიარება
 
 
 ჯგუფი: ადმინი
 შეტყობინება: 752
 წევრი No.: 7
 რეგისტრ.: 2009-თებ-15






საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებისა და “ბარსელონას” ჟუვენილ ბ-ს ფეხბურთელის გიორგი ჭანტურიას თქმით, მიმდინარე წლის ზაფხულიდან კატალონიური კლუბის დუბლშემადგენლობაში მისი გადასვლა გადაწყვეტილია.

“გადაწყვეტილია, რომ ივნისში “ბარსელონას” დუბლშემადგენლობაში გადავალ. ამის შესახებ კლუბში მითხრეს. ცხადია, ეს იმ შემთხვევაში მოხდება თუ ვარჯიშსა და თამაშს ასევე გავაგრძელებ” – განუცხადა “მსოფლიო სპორტს” ჭანტურიამ.

- როგორც ცნობილია კატალონიის ნაკრებშიც ხარ მიწვეული...

- კატალონისს 18-წლამდე ნაკრებში მიმიწვიეს, რომელსაც “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი ოსკარი წვრთნის. პირველი ვარჯიში სამშაბათს უნდა გვქონოდა, მაგრამ სავიზო პრობლემების გამო ვარჯიშზე ვერ ჩავედი. თუმცა, მწვრთნელს დავურეკე და სიტუაცია ავუხსენი. კატალონიის ნაკრები 19-21 მარტს მონაწილეობას ერთ-ერთ ტურნირში მიიღებს.

- გასულ კვირაში, 17-წლამდელთა ნაკრების მიერ ბელგიელ თანატოლებთან ჩატარებულ ორ ამხანაგურ შეხვედრას როგორ შეაფასებდი?

- ორივე თამაშზე სტადიონზე ბელგიაში მცხოვრები ბევრი ქართველი მოვიდა, ადგილობრივი მამაოს ჩათვლით და უფლება არ გვქონდა ცუდად გვეთამაშა. პირველ შეხვედრაში ბევრი საგოლე მომენტი გვქონდა, მაგრამ არ გაგვიმართლა. საერთოდ, რეალიზაცია ჩვენ უმთავრესი პრობლემაა. მეორე მატჩის წინ, სტადიონი ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ თამაში არ შეიძლებოდა. თუმცა, ვთქვით – ამხელა გზაზე ერთხელ სათამაშოდ ხომ არ ჩამოვედითო და მეორე შეხვედრა 5:1 მოვიგეთ, ხოლო მე ჰეთ-თრიკი შევასრულე.

- ელიტ-რუნდში სათამაშოდ გუნდი რამდენად კარგად არის მომზადებული?

- გუნდი ძალიან კარგად არის მომზადებული. 13 მარტს გერმანელებთან ამხანაგური შეხვედრა გვაქვს ჩასატარებელი და “ბარსელონადან” თუ გამომიშვეს ვითამაშებ, არადა, ვუგულშემატკივრებ. რაც შეეხება ელიტ-რაუნდს, ბევრი თვლის, რომ ერთ-ერთი აუტსაიდერი და მეორეხარისხოვანი გუნდი ვართ. თუმცა, მოედანზე რომ გავალთ, იქ გამოჩნდება აუტსაიდერი ვინაა. ჩვენი გუნდის პლუსი ისაა, რომ საქართველოს ასაკობრივი ნაკრებებიდან საუკეთესო მწვრთნელი გვყავს გიორგი დევდარიანის სახით. მას ფეხბურთი ძალიან კარგად ესმის და იცის კონკრეტული მატჩისთვის გუნდი როგორ მოამზადოს. თან, ბავშვობიდან ერთად ვიზრდებით და შეთამაშების მხრივ პრობლემა არ გვაქვს.



ლაშა თაბაგარი


ერთად უკეთესია!
 
რეპუტაცია: 0
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

ჰოსტერი uCoz & Optimum Online
დიზაინის ბოლო განახლება: 17 პარილი, 2010
კონტაქტი: d.paniashvili@gmail.com
ყველა უფლება დაცულია 2008-2010