R1517GEO | თარიღი: პარასკევი, 2010-თებ-19, 17:14 | შეტყობინება # 1 | გაზიარება |
ჯგუფი: ადმინი
შეტყობინება: 752 წევრი No.: 7 რეგისტრ.: 2009-თებ-15
| ესტონეთის 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ფრანკ ბერნჰარდტი, თავისი გუნდისთვის მიმდინარე სეზონის ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრად, 3 მარტს თბილისში საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებთან გასამართ ევრო-2011-ის შესარჩევ მატჩს მიიჩნევს. ამის შესახებ, როგორც ესტონეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება, ბერნჰარდტმა ლიტვის 21-წლამდელთა ნაკრებთან (0:0) ამხანაგური მატჩის შემდეგ ისაუბრა. “მიმდინარე წელს ჩვენთვის, საქართველოსთან მატჩი ყველაზე მნიშვნელოვანია და ამიტომ, შესაძლოა, შეტევაში კაიმარ საარი, სერგეი ზენიოვი და ანრი ანიერი გამოვიყენოთ. საქართველოსთან რთული შეხვედრა გველის, მაგრამ დაცვაში თუ ისე ვითამაშებთ, როგორც დღეს და შექმნილ საგოლე მომენტებს გამოვიყენებთ, წარმატების მიღწევის კარგი შანსი გვექნება”, - განაცხადა ბერნჰარდტმა, რომელიც ლიტველებთან სპარინგში, სწორედ საგოლე მომენტების გამოუყენებლობის გამო საყვედურობდა შეგირდებს. ესტონელთა მწვრთნელის მიერ ნახსენები სამეულიდან, ჯერჯერობით, გუნდთან ერთად შეკრებაზე არცერთი იმყოფება და სჩანს, ბერნჰარდტი მათ დამატებას უშუალოდ თბილისში გამომგზავრების წინ აპირებს. 21 წლის საარი დანიის “სილკებორგში” გამოდის და ესტონეთის ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 19 შეხვედრაში ერთი გოლი გაიტანა. 20 წლის ზენიოვი უკრაინულ “კარპატში” თამაშობს და “ეროვნულის” მაისურით, 11 მატჩში 3 გოლი მიითვალა. 19 წლის ანიერი იტალიის “სამპდორიაში” ირიცხება და 21-წლამდელებში 4 თამაში ჩაუტარებია. რაც შეეხება ლიტვის ახალგაზრდულ ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრას, ეს თამაში ესტონელებმა შემდეგი შემადგენლობით ჩაატარეს: პედოკი, ტენისტე, ტშეგოდაიევი, იახიმოვიჩი, მოროზოვი, ტაარი (67. მონესი), მოშნიკოვი (80. ვეისი), ლუჰაკოოდერი (46. სუბოტინი), ალიკუ, პური (46. დმიტრიევი), პროსა (46. სილასტე). შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის მიმდინარე შესარჩევ ციკლში, ესტონეთის ახალგაზრდულმა ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ქართველ თანატოლებს 2:0 აჯობა. ლაშა თაბაგარი
ერთად უკეთესია!
|
|
| |