მოგესალმები, სტუმარო | RSS

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: acdachi, kakha_k  
ვიწყებთ!
R1517GEOთარიღი: პარასკევი, 2010-თებ-19, 17:19 | შეტყობინება # 1 | გაზიარება
 
 
 ჯგუფი: ადმინი
 შეტყობინება: 752
 წევრი No.: 7
 რეგისტრ.: 2009-თებ-15






"ლელო "
# 40 (13 028)
19 თებერვალი, პარასკევი, 2010 წელი

ვიწყებთ!

ვაჟა სიმონიშვილი

ვანკუვერში საქართველოს ოლიმპიელთა სტარტის წინ ჩვენი დელეგაცია და აქ მცხოვრები ქართული დიასპორა ოთარ ჯაფარიძე-ელისონ ლინ რიდის წყვილის ყინულზე გამოსვლის წინა საღამოს ერთად გავატარებთ. დავგეგმავთ, გაერთიანებული ძალებით როგორ ვუქომაგოთ ჩვენებს ჯერ საციგურაო არენაზე, მომდევნო დღეებში უკვე ვანკუვერიდან საკმაოდ შორს, უისტლერის სათხილამურო ტრასებზე.

საერთოდ კი თეთრი ოლიმპიადა, როგორც იტყვიან, უკვე ეშხში შედის და არაერთი ასპარეზობა იქცევს მომეტებულ ყურადღებას. ბუნებრივია, ოლიმპიადის მასპინძლებისთვის მთავარი დევიზი GO ჩANADA GO! ერთი მიზნისთვის, ანუ ოლიმპიური ოქროს მედლისთვის თავდადებულ ბრძოლაში აერთიანებს აქაურ სპორტსმენებს და მილიონობით მათ გულშემატკივარს. მაგრამ არის ისეთი შეჯიბრებებიც, სადაც მნიშვნელობა არ აქვს, სარბიელზე კანადელები გამოდიან თუ სხვები, გულშემატკივრობა კულმინაციას აღწევს. მაგალითად, გუშინ დავესწარით ჩეხეთ-სლოვაკეთის უაღრესად საინტერესო და პრინციპულ მატჩს და უნდა ითქვას, რომ მართლაც თანამედროვე ჰოკეის უმაღლესი კლასი ვიხილეთ ბრწყინვალე ოსტატების შესრულებით.

როგორც წესი, ოლიმპიურ თამაშებს დიდი წვლილი შეაქვს ერთიანი ოლიმპიური ოჯახის განმტკიცებაში. ამ პროცესში ძალზე მნიშვნელოვანია უკვე ტრადიციად ქცეული სხვადასხვა ქვეყნის სპორტულ დელეგაციათა შეხვედრები. ასეთ დროს იგეგმება სამომავლო ურთიერთობები, აღარაფერს ვამბობთ სხვადასხვა ქვეყნის სპორტსმენთა პირად კონტაქტებზე. კონკრეტულად ჩვენი დელეგაციის გეგმებზე სრული ინფორმაცია, ვეცდებით, სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტის რამაზ გოგლიძისგან მივიღოთ...

კვლავ არ წყდება მითქმა-მოთქმა და განსჯა უისტლერის საციგაო ტრასაზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით. მას მერე, რაც ყველა კრიტიკული შენიშვნა ოლიმპიადის ორგანიზატორებმა ტრასის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გაითვალისწინეს, ვფიქრობთ, ყველაფერი ნათელი გახდა და ბევრ კითხვას პასუხიც გაეცა. დამაფიქრებელია ისიც, რომ ოფიციალურ პირებს ქართველ ჟურნალისტებთან საუბარი პრინციპულად არ სურთ, განსაკუთრებით - საციგაო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლებს. ისინი თავაზიანად ამბობენ უარს ყოველგვარ კომენტარზე და გამუდმებით იმას იმეორებენ, რაზეც ჩვენ არ ვამახვილებთ ყურადღებას - ოჯახი კომპენსაციას მიიღებსო...


ერთად უკეთესია!
 
რეპუტაცია: 0
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

ჰოსტერი uCoz & Optimum Online
დიზაინის ბოლო განახლება: 17 პარილი, 2010
კონტაქტი: d.paniashvili@gmail.com
ყველა უფლება დაცულია 2008-2010