საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეს-ატაშეს მოვალეობის შემსრულებელ თათია ბურდულის ცნობით, ხვალ საღამოს თბილისში ირანის 17-წლამდელთა ნაკრები ჩამოვა და საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს – 22 და 24 თებერვალს. ორივე შეხვედრა რუსთავის “ფოლადის” სტადიონზე იქნება, თუმცა ზუსტი დრო ჯერ უცნობია. სავარაუდოდ, 16 საათზე დაიწყება ორივე თამაში. მოკლედ, კობა ჟორჟიკაშვილი ირანელებთან მატჩებით იწყებს გამოცდას ახალ პოსტზე: შეხსენებისთვის, ჟორჟიკაშვილი წლეულს იანვარში დაინიშნა 17-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად.
ილია ნანობაშვილი