მოგესალმები, სტუმარო | RSS

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: acdachi, kakha_k  
ქართული წყვილი ერთი ადგილით დაქვეითდა
alligator2591თარიღი: ორშაბათი, 2010-თებ-22, 13:15 | შეტყობინება # 1 | გაზიარება
 
 
 ჯგუფი: ადმინი
 შეტყობინება: 34
 წევრი No.: 100
 რეგისტრ.: 2009-ოქტ-01







ფიგურული სრიალის ქართულმა წყვილმა ვანკუვერის ოლიმპიადაზე მეორე პროგრამა წარმოადგინა და ერთადგილიანი უკუსვლა განიცადა. Pacific Coliseum-ში მიმდინარე ტურნირის სავალდებულო პროგრამის შემდეგ, ოთარ ჯაფარიძე და ელისონ რიდი მე-20 ადგილზე იყვნენ, ორიგინალური ცეკვის შემდეგ კი 21-ე პოზიციაზე გადაინაცვლეს.

ჯაფარიძემ და რიდმა პირველ დღეს მსაჯებისგან 26.65 ქულა მიიღეს და ბრიტანული ჩეხური და ესტონური წყვილების ჯობნა შეძლეს, ამჯერად კი 42.22 ბალს დასჯერდნენ, რამაც გადასწრების შანსი ბრიტანულ დუეტს მისცა.

ქართული ტანდემის აქტივში 68.87 ქულაა, თუმცა, მეზობლად მყოფ წყვილებთან არცთუ დიდი ჩამორჩენაა, რაც იმედს გვიტოვებს, რომ ყინულზე ცეკვების ტურნირის დასკვნით დღეს ჯაფარიძე და რიდი უკეთეს შედეგს აჩვენებენ.

თავისუფალი პროგრამა ხვალ თბილისის დროით 04:45 საათზე დაიწყება, ქართული წყვილი კი საასპარეზოდ მეოთხე ნომრად, ჩეხური, ესტონური და ბრიტანული დუეტების შემდეგ გავა.

ცნობისთვის, ტურნირში მონაწილეობას 15 ქვეყნის წარმომადგენელი 23 წყვილი იღებს, ორი პროგრამის თავზე პირველ ადგილზე კანადელები ტესა ვირტუე და სკოტ მოირი არიან, რომელთა აქტივში 111.15 ქულაა.



 


ფიგურული სრიალი. წყვილები

1. ვირტუე-მოირი (კანადა) 111.15

2. დევისი-უაიტი (აშშ) 108.55

3. დომნინა-შაბალინი (რუსეთი) 106.60

...21. რიდი-ჯაფარიძე (საქართველო) 68.87


 
რეპუტაცია: 0
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

ჰოსტერი uCoz & Optimum Online
დიზაინის ბოლო განახლება: 17 პარილი, 2010
კონტაქტი: d.paniashvili@gmail.com
ყველა უფლება დაცულია 2008-2010