alligator2591 | თარიღი: ოთხშაბათი, 2010-თებ-24, 15:07 | შეტყობინება # 1 | გაზიარება |
ჯგუფი: ადმინი
შეტყობინება: 34 წევრი No.: 100 რეგისტრ.: 2009-ოქტ-01
| 20 წლის ელენე გედევანიშვილმა ვანკუვერის ოლიმპიადაზე ჩინებულად ისპარეზეა და ფიგურული სრიალის ქალთა ტურნირის მოკლე პროგრამაში 61.92 ქულა მიიღო. ამით, ელენემ პირადი რეკორდი გააუმჯობესა და არაერთი სახელოვანი მეტოქის ჩამოტოვების ხარჯზე, პირველი დღის შემდეგ მე-9 ადგილი უკავია. აქამდე, გედევანიშვილისთვის მოკლე პროგრამაში საუკეთესო შედეგად 60.82 ქულა ითვლებოდა, რომელიც მან იანვრის მიწურულს ესტონეთის დედაქალაქ ტალინში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე დაიმსახურა და აკი, საბოლოოდ, ბრინჯაოს მედალიც მოიპოვა. ამერიკელი მწვრთნელის რობინ ვაგნერის მიერ დარიგებულმა ქართველმა გოგონამ მიღწეულზე გაჩერება არ ინება და “პასიფიკ კოლიზეუმში” შესრულებული ჯონ დავენპორტის “ციებ-ცხელებისთვის” უკვე 61.92 ქულა მიიღო. ელენეს ტექნიკური ელემენტებისთვის 35.80 ბალი ერგო, პროგრამული კომპონენტებისთვის კი – 26.12. ამ შედეგით, ელენე ევროპელთა შორის მხოლოდ კონტინენტის სამგზის (2007, 2008, 2009) ჩემპიონ იტალიელ კაროლინა კოსტნერსა და ახალგაზრდათა შორის 2009 წლის მსოფლიოს ჩემპიონ რუს ალიონა ლეონოვას ჩამორჩა, თუმცა, მათთანაც ძალიან მცირე სხვაობით აგებს და თავისუფალ პროგრამაში სიტუაციის გამოსწორების კარგი შანსიც ექნება. ევროპის 2009 წლის ჩემპიონი და 2010 წლის ვერცხლის პრიზიორი ფინელი ლაურა ლეპისტო ამჯერად მეათე გახლდათ, გარდა ამისა, გედევანიშვილის უკან ევროპის 2004 წლის ჩემპიონი უნგრელი იულია სებესტიენი (მე-13), ევროპის ორგზის (2007, 2008) ვერცხლის მედალოსანი შვეიცარიელი სარა მაიერი (მე-15), რუსეთის მოქმედი ჩემპიონი ქსენია მაკაროვა (მე-12), 2007 წლის ევროპის პირველობის ბრინჯაოს მედალოსანი და ფინეთის 2009 წლის ჩემპიონი კიირა კორპი (მე-17), იაპონის მოქმედი ვერცხლის მედალოსანი აკიკო სუძუკი (მე-11) და კორეის 2009 წლის ახაგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული და 2010 წლის ეროვნული პირველობის ვერცხლის პრიზიორი მინ-ჯუნგ კვაკიც (მე-16) აღმოჩნდნენ. როგორც მოსალოდნელი გახლდათ, მოკლე პროგრამის შემდეგ ლიდერობა ხელთ აზიელმა გოგონებმა იგდეს. პირველ ადგილზე 78.50 ქულით, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი კორეელი იუ-ნა კიმი იმყოფება, 2008 წლის მსოფლიოს პირველობის გამარჯვებულმა იაპონელმა მაო ასადამ კი თავი 73.78 ქულას მოუყარა. შორიახლოს ტრიალებს კანადის ბოლო ექვსი (!) ჩემპიონატის გამარჯვებული და გასული მსოფლიოს პირველობის ვერცხლის მედალოსანი ჟოან როშეც (71.36), რომელსაც ოლიმპიადის დაწყებამდე სამი დღით ადრე დედა გარდაეცვალა, თუმცა, ადგილობრივი პუბლიკის გაწბილება არ ინება და ჩინებული სრიალის შემდეგ, მედლის რეალურ კანდიდატად ითვლება. მოწინავე სამეულის შემდეგ, შედეგებში გარკვეული წყვეტაა. მე-4 ადგილზე მყოფი მსოფლიოს 2007 წლის ოქროს მედალოსანი და გასული მსოფლიოს პირველობის მე-3 პრიზიორი იაპონელი მიკი ანდოს აქტივში 64.76 ქულაა და იგი თუნდაც მე-9 პოზიციაზე მყოფ გედევანიშვილს მხოლოდ 2.84 ბალით უსწრებს, რაც თავისუფალი პროგრამის წინ მიზერული სხავაობაა. მოკლე პროგრამაში სულ 30 გოგონა ჩაერთო, რომელთაგან ფინალში, 25 თებერვლის დილის 05:00 საათიდან (თბილისის დროით) მოწინავე 24 ჩაებმება. გედევანიშვილს კენჭისყრაში საკმაოდ გაუმართლა. იგი ბოლოსწინა მე-3 ჯგუფს (სპორტსმენები ოთხ ექვსკაციან პულში არიან გადანაწილებულნი) დახურავს და ყინულზე მე-18 ნომრად გავა. ელენეს წინ მისი ჯგუფიდან ალიონა ლეონოვა, აკიკო სუძუკი, კაროლინა კოსტნერი, ლაურა ლეპისტო და ქსენია მაკაროვა ისპარეზებენ, რაც ქართველს გარკვეულ უპირატესობას აძლევს. ბოლო ხანს დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, გედევანიშვილი, რომელმაც 2006 წლის ოლიმპიადაზე მე-10 შედეგი აჩვენა, ცეკვას ჟორჟ ბიზეს “კარმენის” მუსიკის თანხლებით შეასრულებს. თავისუფალ პროგრამაში ელენეს საუკეთესო შედეგად 103.72 ქულა ითვლება, რომელიც მან ტალინური ტრიუმფისას მიიღო, ჯამურად კი ასევე სარეკორდო 164.54 ბალი მიითვალა. ცნობისთვის, მოკლე პროგრამის შემდეგ გალიდერებული იუ-ნა კიმის საუკეთესო მაჩვენებელი 210.03 ქულაა, რომელსაც მან 2009 წელს პარიზში “ერიკ ბომპარის ტროფიზე” უწია.
|
|
|
რეპუტაცია: 0 |  |
| |
kakha_k | თარიღი: პარასკევი, 2010-თებ-26, 18:30 | შეტყობინება # 2 | გაზიარება |
ჯგუფი: ადმინი
შეტყობინება: 18 წევრი No.: 91 რეგისტრ.: 2009-აგვ-24
| გუშინ დილსი 5 საათამდე ველოდე და ვუყურ ელენემდე ყველას გამსოვლას და მერე ჩვენი გოგოს სრიალს და ის ეწარუმატებლად გამოვიდა რო რა ვი ტო...საშინლად მეწყინა, ისე ცუდად დაეცა ორჯერ რო რავი...მე-14 ადგილზე გავიდ ასაბოლოოდ, დიდი იმედი მქონდა რო ათეულში დავრჩებოდით... ისე კაროლინაც ისრიალა ყველაზე უიღბლოდ, რამდნეი ახტა თითქმის იმდენჯერ დაეცა, გული მომკვდა...კაი გოგოა, მომცონს მაგისი სრიალი ხოლმე
|
|
|
რეპუტაცია: 0 |  |
| |