alligator2591 | თარიღი: ოთხშაბათი, 2010-თებ-24, 22:52 | შეტყობინება # 1 | გაზიარება |
ჯგუფი: ადმინი
შეტყობინება: 34 წევრი No.: 100 რეგისტრ.: 2009-ოქტ-01
| უეფას სადისციპლინო კომიტეტმა, ფეხბურთში კორუფციული ფაქტების ირგვლივ გერმანიის პოლიციის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგების გათვალისწინებით, სამ მსაჯს დისკვალიფიკაცია შეუფარდა. როგორც უეფას ოფიციალური ინტერნეტ-გვერდი იტყობინება, ბოსნიელი არბიტრი ნოვო პანიჩი ფეხბურთს სამუდამოდ ჩამოაშორეს, ხორვატი ლაინსმენი ტომისლავ სეტკა 2011 წლის 30 ივნისამდეა დისკვალიფიცირებული, ხოლო უკრაინელ მსაჯს ოლეგ ორეხოვს საქმიანობა დროებით, 30 დღით აეკრძალა. საბოლოო განაჩენს კი მას 18 მარტს გამოუტანენ. ამ სამეულისგან განსხვავებით, არალეგალურ ფსონებთან დაკავშირებით ჩატარებული გამოძიების შედეგების მიღების შემდეგ, უეფამ უდანაშაულოდ სცნო ბულგარელი არბიტრი ანტონ გენოვი. საყურადღებოა, რომ ფეხბურთიდან მოკვეთილი პანიჩი გასული წლის 18 ნოემბერს, ლუგანოში შვეიცარიისა და საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებების შეხვედრის მთავარი არბიტრი იყო. როგორც იცით, ეს მატჩი შვეიცარიელებმა 1:0 მოიგეს. არ არის გამორიცხული, პანიჩის დასჯა ამ შეხვედრასთანაც იყოს დაკავშირებული, რასაც რამდენიმე ევროპული ინტერნეტ-გვერდი ვარაუდობს, თუმცა, ოფიციალური ინფორმაცია ამის შესახებ, ჯერჯერობით, არ არსებობს.
|
|
|
რეპუტაცია: 0 |  |
| |