მოგესალმები, სტუმარო | RSS

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: acdachi, kakha_k  
ელენე ათეულს მიღმა დარჩა
alligator2591თარიღი: პარასკევი, 2010-თებ-26, 23:39 | შეტყობინება # 1 | გაზიარება
 
 
 ჯგუფი: ადმინი
 შეტყობინება: 34
 წევრი No.: 100
 რეგისტრ.: 2009-ოქტ-01







ფიგურული სრიალის ქართველმა ვარსკვლავმა ელენე გედევანიშვილმა ვანკუვერის ოლიმპიადის მოკლე პროგრამაში ნაჩვენები მე-9 შედეგის შემდეგ, თავისუფალ ცეკვაში გაცილებით უარესად იასპარეზა და საბოლოოდ, მე-14 პოზიცია დაიკავა. შეგახსენებთ, რომ ტურინის ოლიმპიადაზე გედევანიშვილი მე-10 გახლდათ, ამდენად, საკუთარი შედეგის გაუმჯობესება ვერ მოახერხა.

“პასიფიკ კოლიზეუმში” მიმდინარე ტურნირის პირველ დღეს ელენეს 61.92 ქულა ერგო, რაც მისი პირადი რეკორდი გახლდათ. თავისუფალი პროგრამის წინ, 20 წლის ქართველი ევროპელთაგან მხოლოდ იტალიელ კაროლინა კოსტნერსა და რუს ალიონა ლეონოვას ჩამორჩებოდა, მეოთხეადგილოსან იაპონელ მიკი ანდოსთან კი 2.84 ქულას აგებდა.

აღნიშნულის გამო, დასკვნითი ასპარეზობის წინ, ქართველი გულშემატკივარი იმედიანად იყო განწყობილი, თუმცა, ევროპის გასული ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორმა სასურველ დონეზე ასპარეზობა ვერ მოახერხა. გედევანიშვილმა, რომელმაც ცეკვა ჟორჟ ბიზეს “კარმენის” ჰანგებზე წარმოადგინა, რამდენიმე შეცდომა დაუშვა, ერთხელაც კი ყინულზე დაეცა და შესაბამისად, ქულაც მოაკლდა.

ამ ყოველივეს გათვალისწინებით, ელენეს მსაჯებისგან მხოლოდ 93.32 ქულა ერგო, რაც თავისუფალ პროგრამაში მხოლოდ მე-17 შედეგი გახლდათ, ჯამში კი, ქართველ გოგონას 155.24 ქულა მოუგროვდა და ეს მხოლოდ მე-14 საფეხურზე გასასვლელად აღმოჩნდა საკმარისი.

ცნობისთვის, ტალინში გამართულ ევროპირველობაზე გედევანიშვილმა თავისუფალ პროგრამაში 103.72 ბალი მიიღო, ჯამში კი 164.54 ქულა მოუგროვდა, რა შედეგითაც იგი, ვანკუვერში მე-11 იქნებოდა.

ელენეს სანუგეშოდ ისღა თუ დარჩება, რომ მან ზურგს უკან ევროპის ჩემპიონი კაროლინა კოსტნერი მოიტოვა. იტალიელი სპორტსმენი თავისუფალი პროგრამის შესრულებისას სამჯერ (!) დაეცა და მე-19 შედეგი აჩვენა, ჯამურად კი, 151.90 ბალით, მხოლოდ მე-16 ადგილი დაიკავა.

გედევანიშვილის შემდეგი სამიზნე მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატია, რომელიც 22-28 მარტს იტალიის ქალაქ ტურინში შედგება.

 
რეპუტაცია: 0
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

ჰოსტერი uCoz & Optimum Online
დიზაინის ბოლო განახლება: 17 პარილი, 2010
კონტაქტი: d.paniashvili@gmail.com
ყველა უფლება დაცულია 2008-2010