მოგესალმები, სტუმარო | RSS

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: acdachi, kakha_k  
კალაძის ბოდიში რომ არა... ...მილანი ქართველი მცველის დასჯას
alligator2591თარიღი: შაბათი, 2010-თებ-27, 21:50 | შეტყობინება # 1 | გაზიარება
 
 
 ჯგუფი: ადმინი
 შეტყობინება: 34
 წევრი No.: 100
 რეგისტრ.: 2009-ოქტ-01






კახა კალაძემ "მილანი" მკაცრი ტონით გააფრთხილა - რაკი აღარ მათამაშებთ, ივნისში კლუბს დავტოვებო! ჩვენებურს ნამდვილად აქვს გაბრაზების მიზეზი. ლეონარდო მას საერთოდ აღარ ათამაშებს, მეტიც - ზოგჯერ 18-კაციან განაცხადშიც არ შეჰყავს, საქართველოს ნაკრების კაპიტანს კი თამაშის სწურია.

"მწვრთნელი ძირითადში აღარ მაყენებს. და ეს ხდება მას მერე, რაც "ციურიხთან" ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩავატარე. ჩემთვის ეს მიუღებელია. რა თქმა უნდა, შემადგენლობის შერჩევა მწვრთნელის პრეროგატივაა, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი. შარშან შანსი მქონდა, წავსულიყავი, მაგრამ "მილანმა" არ გამყიდა, რასაც მეც გავუწიე ანგარიში. ახლა საკუთარ მომავალზე თავად ვიზრუნებ - ივნისში გადავწყვეტ, რა და როგორ იქნება. თუ აღარ მათამაშებენ, წავალ", - აცხადებს კალაძე "სქაი სპორტთან" ინტერვიუში.

ამასთან დაკავშირებით, "მილანმა" გუშინვე გაავრცელა ოფიციალური განცხადება, რომელშიც ნათქვამია - კალაძის მხრიდან მწვრთნელის კრიტიკა უსამართლოა და კლუბი მკაცრ ზომებს მიიღებსო.

მოგვიანებით, "გაძეტა დელო სპორტმა" გაავრცელა კალაძის კიდევ ერთი კომენტარი, რომელშიც ის ბოდიშს იხდის: "მინდა, ბოდიში მოვუხადო კლუბს, მწვრთნელს, თანაგუნდელებსა და ტიფოზებს. ეტყობა, ჩემი გაცხარება ნერვიულობამ გამოიწვია".

ამ ცოტა ხნის წინ იტალიური მედია წერდა, რომ კალაძე რუსულ პრემიერლიგაში აპირებდა გადაბარგებას, სადაც მას თითქოს "რუბინი" და "ზენიტი" ეპატიჟებოდნენ...

 
რეპუტაცია: 0
kakha_kთარიღი: შაბათი, 2010-მარ-06, 18:39 | შეტყობინება # 2 | გაზიარება
Welcome
 
 ჯგუფი: ადმინი
 შეტყობინება: 18
 წევრი No.: 91
 რეგისტრ.: 2009-აგვ-24






რამე ზუსტი იფნო არის ამის შესახებ??
ასეთ საჩქარო ბოდიშს რაღას იხდიდა ტო... მიწოლოდ აუნდ ათავისას თუ კაცური და ჯიგრული საქციელი უნდოდა.
რავი მე ჯერ ყველაფერი არ ვიცი ამ ამბის შესახებ მარა რაც ჯერ-ჯერობით ვიცით, ასეთი შთაბეჭდილებ ამრჩება

ისე კახას კომენტარი იქნება საინტერესო თვითონ

 
რეპუტაცია: 0
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

ჰოსტერი uCoz & Optimum Online
დიზაინის ბოლო განახლება: 17 პარილი, 2010
კონტაქტი: d.paniashvili@gmail.com
ყველა უფლება დაცულია 2008-2010