მოგესალმები, სტუმარო | RSS

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: acdachi, kakha_k  
ჯანო მილანში?
R1517GEOთარიღი: ოთხშაბათი, 2010-მარ-10, 14:38 | შეტყობინება # 1 | გაზიარება
 
 
 ჯგუფი: ადმინი
 შეტყობინება: 752
 წევრი No.: 7
 რეგისტრ.: 2009-თებ-15






რუსული lifesports-ის ინფორმაციით, 17 წლის ქართველი ფეხბურთელის,  ჯანო ანანიძის შესაძენად, ყველაზე მეტად იტალიური “მილანი” აქტიურობს. “როსონერის” სკაუტები რამდენიმეჯერ დაესწრნენ ანანიძის თამაშებს და დაკვირვებას მომავალშიც აპირებენ.   

თუმცა, აქვეა მოყვანილი ჯანოს მამის, ამირან ანანიძის სიტყვები, რომელიც ამ ტრანსფერის წინააღმდეგია: “ჩემი შვილი ჯერ ძალიან ახალგაზრდაა. ჯანოს “სპარტაკში” კარგად ეპყრობიან და აქ თამაში სიამოვნებს. რატომ უნდა წახვიდე სხვაგან, როცა გუნდში ასე კარგად გექცევიან და გენდობიან? ამიტომაც, მისი სხვაგან გადასვლის წინააღმდეგი ვარ”.

თუმცა, რუსული გამოცემა ირწმუნება, რომ “მილანს” ანანიძის შეძენის კარგი შანსი აქვს და ეს შანსი უფრო გაიზრდება, თუკი, კახა კალაძე “როსონერიში” დარჩება და ახალგაზრდა თანამემამულეს ადაპტაციაში დაეხმარება. ისე, კალაძის ფაქტორი, ალბათ, ნაკლებად დამაიმედებელია, რადგან საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანს, ზაფხულში “მილანიდან” აბარგება გადაწყვეტილი აქვს.

lifesports-ის ცნობით, “მილანი” კიევის “დინამოს” გენერალურ  დირექტორ რეზო ჭოხონელიძესაც (რომელიც იტალიურ კლუბში წლების განმავლობაში მუშაობდა სკაუტად) დაუკავშირდა და მისგან კარგი რეკომენდაციები მიიღო ჯანოზე.

“ანანიძე? “მილანი” ნამდვილად არ ინანებს მის შეძენას”, - ამბობს ჭოხონელიძე.  

“როსონერის” ჯანოსადმი ინტერესზე ადრეც იყო ცნობილი. ამას გარდა, უნიჭიერეს ქართველ შემტევს სხვა იტალიური კლუბები - “იუვენტუსი” და “ფიორენტინა”, ასევე ესპანური “სევილია” და ინგლისურები - “არსენალი” და “ლივერპული” აკვირდებიან.



ილია ნანობაშვილი


ერთად უკეთესია!
 
რეპუტაცია: 0
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

ჰოსტერი uCoz & Optimum Online
დიზაინის ბოლო განახლება: 17 პარილი, 2010
კონტაქტი: d.paniashvili@gmail.com
ყველა უფლება დაცულია 2008-2010