მოგესალმები, სტუმარო | RSS

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: acdachi, kakha_k  
გიორგი ჭანტურია - ჰოლანდიურ "ვიტეს"-ში ითამაშებს
R1517GEOთარიღი: სამშაბათი, 2010-აგვ-17, 19:06 | შეტყობინება # 1 | გაზიარება
 
 
 ჯგუფი: ადმინი
 შეტყობინება: 752
 წევრი No.: 7
 რეგისტრ.: 2009-თებ-15






ჰოლანდიურ გამოცემებში გაჩნდა ინფორმაცია, “ვიტესის” ახალი პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია სულ მალე პირველ ახალწვეულს წარადგენს გუნდში და ის, 17 წლის ქართველი ფორვარდი გიორგი ჭანტურია იქნებაო. საკითხი გადაწყვეტილია: “მსოფლიო სპორტმა” გადაამოწმა ცნობა და სანდო წყაროდან შევიტყვეთ, რომ “ვიტესიდან” უკვე გამოგზავნილია პროფესიონალური კონტრაქტი, რომელსაც დღე-დღეზე მოეწერება ხელი და თვის ბოლოს გიორგი მშობლებთან ერთად ჩავა არნემში. ქართველი ფეხბურთელი “ვიტესის” ძირითად გუნდში ითამაშებს.
მაშ, “ჩელსი”? გეცოდინებათ, მერაბ ჟორდანია და “არისტოკრატთა” ბოსი რომან აბრამოვიჩი მეგობრები და საქმიანი პარტნიორები არიან. “ჩელსის” არათუ თვალი ეჭირება ჭანტურიაზე, არამედ თითქმის გადაწყვეტილია, რომ ერთ წელიწადში თავისთან გადაიყვანს – წინასწარი შეთანხმებაა ასეთი.
გიორგი ახლა რომ წასულიყო “ჩელსიში”, ჯერ ერთი, დუბლებში მოუწევდა თამაში და ისიც ამხანაგურებში, რადგან ბრიტანეთი, ჰოლანდიისგან განსხვავებით, შენგენის წევრი ქვეყანა არაა. გაისად ის სრულწლოვანი, 18 წლის იქნება და ეს პრობლემა აღარ დადგება. თუ რაიმე სასწაული არ მოხდა, “ჩელსი” ყველა ვარიანტში აიყვანს გიორგის, მანამდე კი მშვენიერი ასპარეზია: 17 წლის ბიჭისთვის ჰოლანდიის უმაღლეს ლიგაში თამაში პატარა ამბავი არაა. ის კი უდავოა, რომ სეზონი მან მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს და იყოჩაღოს.
ჰოლანდიურ საიტებზე ქართველი თავდამსხმელის მოკლე დახასიათებაცაა. მაგალითად, Soccernews.nl წერს: “ჭანტურიას ძალა ჩვენმა 17-წლამდელთა ნაკრებმაც იგემა. წლეულს გაზაფხულზე ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდში საქართველომ 1:2 წააგო ჰოლანდიასთან, ქართველთაგან გოლი “ვიტესის” მომავალმა ფორვარდმა გაიტანა, თუმცა ის იმავე მატჩში გააძევეს”.
შეხსენებისთვის, ჭანტურიამ გასული სეზონი ესპანური “ბარსელონას” ჟუვენილ ბ-ში გაატარა და 11 გოლიც შეაგდო, კატალონიის ზონის ჩემპიონი გახდა და პლუს, ესპანეთის რეგიონთა ახალგაზრდული ჩემპიონატი მოიგო.
ხშირია საუბარი, უნდა წამოსულიყო თუ არა გიორგი კატალონიიდან: “ბარსა” საამსეზონოდ ჟუვენილ ა-ში გადაყვანას სთავაზობდა ქართველს, იანვრიდან კი დუბლებში (რანგით მეორე გუნდი, რომელსაც “ბლაუგრანას” და ესპანეთის ნაკრების ყოფილი ლიდერთაგანი ლუის ენრიკე წვრთნის) გასინჯვას, ანუ იქ თამაშის პერსპექტივას. “ბარსელონა” ზე-კლასია, მაგრამ ძირითად გუნდში თამაში, თუნდაც ეს “ვიტესი” იყოს, კიდევ სხვა გამოწვევაა. თანაც, ჭანტურიას არნემულ კლუბში სოლიდური მფარველი ჰყავს მერაბ ჟორდანიას სახით – ეს კი ნამდვილად არაა უმნიშვნელო ფაქტორი.

ილია ნანობაშვილი

http://worldsport.ge/Read.aspx?news=9663&lang=1


ერთად უკეთესია!
 
რეპუტაცია: 0
Jinjiთარიღი: ორშაბათი, 2025-მარ-03, 09:31 | შეტყობინება # 2 | გაზიარება
Welcome
 ჯგუფი: მომხმარებელი
 შეტყობინება: 5
 წევრი No.: 491
 რეგისტრ.: 2025-მარ-03






Ого
 
რეპუტაცია: 0
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

ჰოსტერი uCoz & Optimum Online
დიზაინის ბოლო განახლება: 17 პარილი, 2010
კონტაქტი: d.paniashvili@gmail.com
ყველა უფლება დაცულია 2008-2010