დღეს, ლიტვაში, 17-წლამდელთა ყოველწლიური ტურნირი “პალანგას თასი” დაიწყო, რომელიც ორ პატარა ქალაქში – პალანგასა და კრეტინგში მიმდინარეობს. ტურნირის გახსნის მატჩში, კრეტინგის სტადიონზე, საქართველო - მოლდოვას 17-წლამდელები შეხვდნენ და კობა ჟორჟიკაშვილის გუნდმა 6:0 გაანადგურა მეტოქე.
“მსოფლიო სპორტი” უფრო ვრცელ ინფორმაციას რამდენიმე საათში მოგაწვდით, ჯერჯერობით კი, ისაა ცნობილი, რომ ქართველებმა 6-დან ორი გოლი პირველ ტაიმში გაიტანეს.
ცნობისთვის, საქართველოს ნაკრების ჯგუფში, მოლდოველთა გარდა, ლატვია და უკრაინა არიან (ისინი თბილისის დროით 16:00 საათზე ითამაშებენ), მეორე ჯგუფში კი - ლიტვა, ბელარუსი, აზერბაიჯანი და ყაზახეთი. http://worldsport.ge/Read.aspx?news=9872&lang=1