მოგესალმები, სტუმარო | RSS

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: acdachi, kakha_k  
თურქეთი 21წ - საქართველო 21წ
BettingExpertთარიღი: ოთხშაბათი, 2010-აგვ-25, 20:49 | შეტყობინება # 1 | გაზიარება
 
 ჯგუფი: მომხმარებელი
 შეტყობინება: 58
 წევრი No.: 66
 რეგისტრ.: 2009-აგვ-17






ჩვენი ბიჭები თურქეთთან თამაშობენ 4 სექტემბერს. ეს ის თამაშია რომლის მოგების შემთხვევაშიც რეალური შანსი გვეძლება გავაღწიოთ ევროტურნირებზე. მართალია ჯანო ანანიძე ეროვნულ ნაკრებში გამოიძახა კეცბაიამ , თუმცა როგორც ჩანს მჭედლიძე ფორმაშია და ოთარ გაბელიამ მას დაუფიქრებლად უხმო გუნდში.

ეს კი სავარაუდო შემადგენლობა და განწყობა

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების თავკაცმა ოთარ გაბელიამ ის 20 ფეხბურთელი დაასახელა, რომლებსაც ევრო-2011-ის შესარჩევი ციკლის უახლოესი მატჩებისთვის დაეყრდნობა. შეხსენებისთვის, ჩვენები 4 სექტემბერს სტუმრად თურქეთს, 7-ში კი თბილისში სომხეთს შეხვდებიან, რითაც ჯგუფური ეტაპის მატჩებიც დასრულდება. ქართველებს ჯერაც აქვთ დარჩენილი 14-გუნდა ფლეი-ოფში გასვლის შანსი და ამ შანსებზე “სპორტულმა ამბებმა”
დაწვრილებით დაწერა. საამისოდ, ჩვენებმა დარჩენილი ორივე შეხვედრა უნდა მოიგონ. არის ერთი ფრით და ერთი მოგებით გასვლის ალბათობაც, თუმცა ძალიან მცირე…

მეკარეები: როინ კვასხვაძე (“ზესტაფონი”), გიორგი ბახტაძე (“დიორი”, უნგრეთი);

მცველები: გულვერდ თომაშვილი, ლევან კაკუბავა (ორივე – “დინამო”), ნიკა კვეკვესკირი (“ბაია”), გიორგი რეხვიაშვილი (“ოლიმპი”), გიორგი გურული (“ტორპედო”), ლაშა თოთაძე (“დიორი”);

ნახევარმცველები: გიორგი ივანიშვილი (“შაფჰაუზენი”, შვეიცარია), ნიკა ძალამიძე (ცსკა, რუსეთი), თორნიკე ოქრიაშვილი (“შახტარი”, უკრაინა), ლუკა გუგუჩია (“ბაია”), მურთაზ დაუშვილი (“ზესტაფონი”), გიორგი განუგრავა, თემურ შარაშენიძე (ორივე - “დიორი”), ირაკლი კლიმიაშვილი (“ვიტ ჯორჯია”);

თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე (“ემპოლი”, იტალია), რევაზ ვარაბაძე (უკლუბოდ), გიორგი ჭედია (“ოლიმპი”), მათე ვაწაძე (“დინამო”).

ეოგორც ხედავთ, გაბელიას სიაში რამდენიმე ცვლილებაა: გუნდს თურქეთში არ ეყოლება დაცვის ლიდერი გიორგი ხიდეშელი, რომელიც დისკვალიფიცირებულია. ჯანო ანანიძე, გეცოდინებათ, თემურ ქეცბაიამ შეიგულა ეროვნული ნაკრებისთვის. გიორგი ილურიძესა და ბაქარ მირცხულავას კი, გაბელიამ სხვები ამჯობინა – ეს, ის ფეხბურთელები არიან, რომლებიც მწვრთნელს 11 აგვისტოს სომხეთთან მატჩისთვის გამოძახებული ჰყავდა.
მთავარი სიახლე - სიაშია იტალიური “ემპოლის” ფორვარდი ლევან მჭედლიძე, რომელიც კარგა ხანს უგუნდოდ იყო. ცნობისთვის, მჭედლიძეს 21-წლამდელთა ნაკრებში არასოდეს უთამაშია, ის ადრეულ ასაკშივე დააწინაურა ეროვნული გუნდის ყოფილმა თავკაცმა კლაუს ტოპმიოლერმა. ასევე, 21-წლამდელებში პირველადაა მოწვეული უნგრული “დიორის” 18 წლის შემტევი თემურ შარაშენიძე.
რაც შეეხება ქუთაისის “ტორპედოს” მცველ გიორგი გურულსა და ზუგდიდის “ბაიას” ნახევარმცველ ლუკა გუგუჩიას, ისინი გაბელიას გუნდში ადრეც ყოფილან გამოძახებულნი, ეგაა, ოფიციალური მატჩი არ უთამაშიათ. სიაშია მათე ვაწაძეც, რომელსაც ტრავმა აქვს, მაგრამ გაბელია იმედოვნებს, რომ თურქეთის მატჩამდე მოირჩენს.

21-წლამდელები 30 აგვისტოს თბილისში დაიწყებენ ვარჯიშს, 2 სექტემბერს გამთენიისას კი სტამბულში გაფრინდებიან, საიდანაც ქალაქი საქარია (სადაც მატჩი უნდა გაიმართოს) 250 კილომეტრის სიშორეზეა. გაბელიას ცნობით, შარაშენიძე და განუგრავა 2 სექტემბერს თურქეთში შეუერთდებიან ნაკრებს, რადგან 1-ში “დიორს” უნგრეთის ჩემპიონატში პრინციპული მატჩი ელის “ფერენცვაროსთან” – გიორგი და თემური კი, ბოლო პერიოდში “დიორის” ძირითად გუნდში დამკვიდრნენ.

წყარო: http://worldsport.ge/Read.aspx?news=9928〈=1

შეტყობინება შესწორა BettingExpert - ოთხშაბათი, 2010-აგვ-25, 20:50
 
რეპუტაცია: 0
R1517GEOთარიღი: სამშაბათი, 2010-აგვ-31, 17:04 | შეტყობინება # 2 | გაზიარება
 
 
 ჯგუფი: ადმინი
 შეტყობინება: 752
 წევრი No.: 7
 რეგისტრ.: 2009-თებ-15






საქართველოს 21წ ეროვნულ ნაკრებს ვერც ვაწაძე ვერც მჭედლიძე და ვერც ძალამიძე დაეხმარება

ეს კი სრული შემადგენლობა:

მეკარეები: როინ კვასხვაძე (“ზესტაფონი”), გიორგი ბახტაძე (“დიორი”, უნგრეთი);
მცველები: გულვერდ თომაშვილი, ლევან კაკუბავა (ორივე – “დინამო”), ნიკა კვეკვესკირი (“ბაია”), გიორგი რეხვიაშვილი (“ოლიმპი”), გიორგი გურული (“ტორპედო”), ლაშა თოთაძე (“დიორი”), გიორგი ხიდეშელი (“ზესტაფონი”).
ნახევარმცველები: გიორგი ივანიშვილი (“შაფჰაუზენი”, შვეიცარია), თორნიკე ოქრიაშვილი (“შახტარი”, უკრაინა), ლუკა გუგუჩია (“ბაია”), მურთაზ დაუშვილი (“ზესტაფონი”), გიორგი განუგრავა, თემურ შარაშენიძე (ორივე “დიორი”), ირაკლი კლიმიაშვილი (“ვიტ ჯორჯია”), თეიმურაზ შონია (“სპარტაკი”).
თავდამსხმელები: რევაზ ბარაბაძე (უკლუბოდ), გიორგი ჭედია (“ოლიმპი”), რატი წინამძღვრიშვილი (“ზესტაფონი”).


ერთად უკეთესია!
 
რეპუტაცია: 0
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

ჰოსტერი uCoz & Optimum Online
დიზაინის ბოლო განახლება: 17 პარილი, 2010
კონტაქტი: d.paniashvili@gmail.com
ყველა უფლება დაცულია 2008-2010