უდიდესი მოტივაცია გავიხსენოთ შარშანდელი იტალიის პირველობა, სადაც "სამპდორია" ყველაფერი გააკეთა იმისათვის რომ გასულიყო მეოთხე ადგილზე რათა წლეულს, თავის ისტორიაში მეორედ ეთამაშა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე. მათ ამისათვის სჭირდება, დღეს, დაამარცხონ გერმანიის წარმომადგენელი ბრემენის "ვერდერი". გენუაში სრული ანშლაგისთვის ემზადებიან და ადგილობრივ, ლუიჯი ფერარის სახელობის სტადიონზე 35,000-ზე მეტ გულშემატკივარს ელოდებიან, ასერომ ცარიელი ადგილი რთული მოსაძიებელი იქნება.
მორალურად განადგურებული
ბრემენელები ბუნდესლიგის პირველ ტურში ძალიან მტკივნეული მარცხი (1:4) განიცადეს სტუმრად "ჰოფენჰაიმი"-ს წინაამღდეგ თამაშისას. გეტყვით იმასაც, რომ მასპინძლებს როგორც მინიმუმ 6 ბურთის გატანა შეეძლოთ, თუმცა კლასის ნაკლის გამო ამის გაკეთება ვერ მოახერხეს. საერთოდაც სტუმრად "ვერდერი" ძალიან სუსტად გამოიყურება. გავიხსენოთ შარშან პირწმინდად წაგებული მატჩები ბერძნული "ოლიმპიაკოსთან" და "პანათინაიკოსთან". სავარაუდოდ, გერმანელები კბილებით შეეცდებიან ამ ორ-ბურთიანი სხვაობის შენარჩინებას და პირველი წუთებიდამ "ჩაჯდებიან" დაცვაში.
საკადრო პრობლემები
აღსანიშნავია ჩვენთვის და ამაღელვებელია გერმანელებისთვის ის ფაქტი რომ იტალიაში მხოლოდ 14 ფეხბურთელი მიემგზავრება. დღეს ტომას შააფის განკარგულებაში სხვა და სხვა მიზეზების გამო ვერ დაეხმარებიან შემდეგი ფეხბურთელები: ჰუგო ალმეიდა, აარონ ჰანტი, ნალდო, ვანდერი (სათადარიგო მეკარე) და რა თქმა უნდა გავუსვათ ხაზი იმას, რომ მეჰმუტ ოზილმა გუნდი დატოვა რაც უდიდესი დანაკლისია ბრემენელებისთვის (ნათლად გამოჩნდა "ჰოფენჰაიმთან" თამაშისას).
ბლიცკრიგი
უნდა მოველოდოთ, რომ იტალიელები თამაშის დასაწყიშივე შეეცდებიან გოლის გატანას. ეჭვიც არ მეპარება იმაში, რომ გენუელების თავდამსხმელების დუო პაცინისა და კასანოს სახით მასიურად "დაბომბავენ" ტიმ ვიზეს კარს. ამიტომ მართებული იქნებოდა პირველი ტაიმის გოლის გატანაზე ფსონის დადება, ისევე როგორც "ლურჯ-რგოლიანების" არ წაგებაზე.
ფსონი: პირველი ტაიმის 0.5-ზე მეტი
კოეფიცენტი: 1.32
ტოტალიზატორი: Europe-Bet.com
თანხა: 200 ლარი
---
ფსონი: "სამპდორიის" არ წაგება (1/X)
კოეფიცენტი: 1.32
ტოტალიზატორი: CrocoBet.com
თანხა: 500 ლარი